17:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 18:27:39, 879 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - მეეჭვება, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ბელარუსი აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას. - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. 

"თუ ლუკაშენკო იქ არ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ - ალბათ, არაფერია პასუხი. თუ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე პასუხს სცემს ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის გარკვეული შეზღუდვების ქვეშ შეიძლება მოექცეს ბატონი ლუკაშენკო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ბელარუსი აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics