16:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-25 15:21:12, 770 ნახვა

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინი დასასვენებლად წავიდა

ჟურნალისტი, ფარიდა რუსტამოვა საკუთარ Telegram არხ Faridaily-ზე  წერს, რომ ვლადიმირ პუტინი 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დასასვენებლად წავიდა. ჟურნალისტი ინფორმაციას სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლოს პუტინი საჯაროდ 21 სექტემბრის საღამოს გამოჩნდა. კონცერტის დასრულებისთანავე, რუსტამოვას წყაროების ცნობით, პუტინმა საზოგადოებრივ საქმიანობისგან დასვენება გადაწყვიტა, რაც მინიმუმ ერთ კვირამდე გაგრძელდება. ამავდროულად, სატელევიზიო გადაცემებში კვლავ ვხვდებით პუტინის კომენტარებს. რუსტამოვას მტკიცებით, ეს არის ეგრეთ წოდებული „კონსერვი“ - წინასწარ ჩაწერილი მონაკვეთები.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინი ახლა ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რეზიდენციაში ისვენებს; ალექსეი ნავალნის გადაცემაში ადრე დეტალურად ისაუბრა ამ რეზიდენციის შესახებ.

ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პუტინი 23 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმის მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით არ გამოსულა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი დაკავებულია. ის ასევე უარყოფს პუტინის შვებულებაში ყოფნას.

ჟურნალისტის თქმით, პუტინის საჯარო სივრცეში შემდგომი გამოჩენა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამ დროისთვის ე.წ. რეფერენდუმი უკვე ჩატარებული იქნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics