2022-09-24 14:25:49, 1590 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ჟურნალისტს - ბიძინა ივანიშვილზე არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ
ბიძინა ივანიშვილზე არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ. - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტები თუ გაანალიზებენ სად და რა მდგომარორბაში იმყოფებინ, სანერვიულო მართლაც ბევრი ექნებათ.
"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს, კახი კალაძეს ჟურნალისტმა შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დაუსვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,