|
2022-09-22 14:40:05, 1753 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავცელებს. მათი ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას. ,,მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნულუ სკოლის მშენებლობის დასრულებას. სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს როგორც უცხო ენების, ასევე ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი. განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი და ამჯერად ჯერი არის მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება, რომ აქ საშუალება ჰქონდეს მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება. ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა - 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვილილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს. პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური. მშენებლობისვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)