|
2022-09-21 14:00:58, 1719 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილებათუმის სამედიცინო ცენტრში მოქალაქეებსა და პაციენტებს შეხვდნენ
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - (BMC), ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად იმ მოქალაქეებსა და პაციენტებს შეხვდნენ, რომლებმაც სახსრების ენდოპროთეზირება სამინისტროს დაფინანსებით უკვე ჩაიტარეს ან უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვთ. შეხვედრაზე მინისტრმა პროგრამის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობაზე და განხორციელებულ ცვილებებზე ისაუბრა. მოისმინა პაციენტების შეფასებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები. ,,ჩვენ პერმანენტულად ვიკვლევთ სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესახებ აზრს, როგორც ბენეფიციარებთან, ასევე პროგრამის განმახორციელებლებთან, ექიმებთან, რომ ნებისმიერი სამინისტროს სერვისი იყოს მაქსიმალურად მორგებული მოქალაქეთა საჭიროებებზე. დღეს შეხვედრა გვაქვს "სახსრების ენგოპროთეზირების" პროგრამის ფარგლებში და უპირველესად მადლობა მინდა გადავუხადო ორთოპედ-ტრავმატოლოგებს, რომელთა იმედი აქვთ პაციენტებს და შესაძლებლობას აძლევენ ადგილზე ჩაიტარონ ქირურგიული მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. სამინისტრო "სახსრების ენგოპროთეზირების" პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს და წლის განმავლობაში, საშუალოდ 80-და 100-მდე პაციენტი ფინანსდება. მიმდინარე წელს გაიზარდა ზღვრული ტარიფის მოცულობა 7 000 ლარამდე, შესაბამისად გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტიც და იგი 450 000 ლარს შეადგენს. 54 წლის მაყვალა დუმბაძე ოპერაციამდე ეტლ-სავარძელით გადაადგილდებოდა. ამბობს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა ოპერაცია და დღეს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. პაციენტს ქირურგიული მომსახურება სამინისტროს ფარგლებში დაუფინანსდა. შეხვედრას ასევე BMC-ის კლინიკური დირექტორი სოსო ჯახია და კლინიკის ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რაულ პაქსაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამის აქტუალობაზე, არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე მიდგომებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. "სახსრების ენგოპროთეზირების" პროგრამა ფარავს იმ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც არ წარმოადგენენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)