05:56 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 10:07:57, 879 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც, მაშინ რატომ არ აცხადებდნენ ოლიგარქად?

ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო, მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ერთადერთი ეჭვია, რომ მისგან ელიან რაღაცას, მათ შორის როგორც ჩანს თხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები.

"ოლიგარქს რაც შეეხება, მათ რა კრიტერიუმებიც წამოაყენეს, ეს არის ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც ერევა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მე შეგახსენებთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო. ჯარის ჩაცმა მაშინ სერიოზული პრობლემა იყო, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პატრულის აღჭურვა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდა და და ა.შ. მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდი თანხებიც გაიღო, დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? როდესაც ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და ამ ყველაფერს აფინანსებდა, პირდაპირ ერეოდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. რატომ არ იყო მაშინ ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად? ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ბატონმა ბიძინამაც გაავრცელა წერილი და თავისი ეჭვი გამოთქვა. ჩვენც გვაქვს ერთადერთი ეჭვი, მისგან ელიან რაღაცას, მას თხოვენ მათ შორის როგორც ჩანს პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics