06:55 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 20:33:06, 1201 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ ნიცან ჰოროვიცს შეხვდა.

მხარეებმა, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოში ძლიერი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციისა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა, სამედიცინო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რესერტიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.

საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics