|
2022-09-12 14:19:11, 1510 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „ზედაზენის" პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა
კომპანია „ზედაზენის" პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა. „დილმა" ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით. მსოფლიოში საუკეთესო ჩაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების ინდუსტრიაში Dilmah-ის გამოჩენა ახალი დღის წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი" - ესაა Dilmah-ის განაცხადი. „კომპანია „ზედაზენს" უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის პროდუქტის შექმნისა და განვითარების. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. „Dilmah Tea"-სთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის მოთხოვნადი პროდუქტი. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. „Dilmah Tea" გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. „დილმას" საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოსა და არომატს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ჩაის გემოს მოყვარულთათვის", - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის - „ზედაზენის" დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილება, სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.
"ზედაზენის მრავალწლიანმა სამეწარმეო გამოცდილებამ და სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, განაპირობა თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის ტრადიციული ღირებულებები და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი, საინტერესოდ და ქვეყნებისთვის სასარგებლოდ წარიმართება. "Dilmah"-ის საოჯახო მემკვიდრეობაში მზა ცივი ჩაის შემოტანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრედნზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაი, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად", - განმარტა Dilmah Ceylon Tea Company"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა როშან ტისაარაჰმა. მომხმარებელი დახლებზე Dilmah's Ready-to-Drink სერიის 3 სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს:
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



