2022-09-09 19:43:53, 1370 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურა - დავაკავეთ პირი, რომელმაც ოზურგეთში მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა
დავაკავეთ პირი, რომელმაც ოზურგეთში მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე თქმით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 სექტემბერს, ქალაქ ოზურგეთში, ბრალდებულმა მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,