2022-09-09 18:07:24, 1479 ნახვა
პოლიტიკა
პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა
"მიიღეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
"ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან ელოდნენ. ახლა მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურებით", - განაცხადა არძინბამ,
ავტორი: ექსპრესნიუსი,