|
2022-09-09 10:43:33, 1813 ნახვა
რეგიონი
ქედის მერის მოადგილემ იმედა ვასაძემ და ჯამბულ დიასამიძემ დანდალოში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, მშენებლობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული შენობის და ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს. დანდალოს ადმინისტრაციული შენობის, რომელშიც განთავსებულია ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,,მშენებელი 2020" აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტრო სისტემა, დამონტაჟდება გათბობის სისტემები. შენობა მთლიანად რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და ადაპტირებული შშმ პირებისათვის. დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეეძლება ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა მისთვის ხელმისაწვდომი სერვისით. ასევე, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს დანდალოს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება კიბეებს, მოეწყობა ბუნებრივი ქვის ფილები ლამპიონები და ქვაფენილები. რემონტდება მემორიალური დაფა და მგზავრთა მოსაცდელი. კიბეების ტერიტორიის მიმდებარედ შეიქმნება კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე, განთავსდება ხის სკამები, ურნები და განათება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)