2022-09-07 17:08:31, 996 ნახვა
პოლიტიკა
შსს - 33 წლის ქალი, რომელიც ბენზინის აალების შედეგად დაიწვა, გარდაიცვალა
წყალტუბოში 1988 წელს დაბადებული ქალი სხეულის დამწვრობის გამო გარდაიცვალა. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". - ნათქამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით გამოძიება გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,