2022-09-07 15:31:18, 1048 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - ცინიკურია, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითით ანტი-ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები მანიპულირებენ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბოლო პერიოდში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ლომჯარიას თქმით, კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები მანიპულირებენ.
"სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი თამაშობს რუსულ კლუბში თუ ევროპულ კლუბში. იგივე ეხება ქვეყანასაც და შესაბამისად, კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია.
წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!,"- წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთის კლუბ "რიბინიდან" ჯერ დინამო ბათუმში შემდეგ კი იტალიურ კლუბ "ნაპოლიში" გადავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,