|
2022-09-06 13:36:13, 721 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში - ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრმა, რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია. მისი თქმით, საქართველოში პარადოქსული ეკონომიკაა, რადგან კონომიკა იზრდება, ხოლო ხალხი ღატაკდება. „გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, რომ ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში - ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად ინფლაცია 20-30% და უფრო მეტია. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური მანიპულირებს და ფასების ზრდას რეალურად არ აჩვენებს. შედით მაღაზიაში და ნახეთ, რას ყიდულობდით 100 ლარით თუნდაც გასულ წელს და რის ყიდვა შეგიძლიათ დღეს. ეკონომიკური ზრდა კორექტირდება ინფლაციის რეალური ზრდით. თუ ინფლაცია არის გაყალბებული, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაყალბებულია. რატომ ვერ ვგრძნობთ ეკონომიკური ზრდის შედეგებს? ყოველწლიურად რატომ გადის ჩვენი ქვეყნიდან ათობით ათასობით ადამიანი?", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)