|
2022-08-31 13:30:00, 2750 ნახვა
ეკონომიკა
შეიძინეთ ყურსასმენები ონლაინ Veli.store-ზე და მიიღეთ ის 3 სთ-ში
დასვენება გადაწყვიტეთ და მშვიდი, კლასიკური მუსიკის მოსმენა მოგინდათ? ან ემოციებისგან დაცლა გსურთ და ხმამაღალი მუსიკა ბასებით გსურთ მოისმინოთ, ამ დროს კი თქვენი ყურსასმენი გაფუჭდა ან ისეთი არაა როგორიც გსურთ? დარწმუნებული ვარ, ასეთ მომენტებში სახლიდან გასვლაც კი არ გსურთ. ინტერნეტ მაღაზია veli.store ის ადგილია, სადაც ფართო არჩევანს უდავოდ შეხვდებით. ხოლო, თუ შეიძენთ ყურსასმენებს ონლაინ, მას უფასოდ და უსწრაფესად მოგიტანენ. Veli.store-ზე შეხვდებით, სტანდარტულ, სპორტულ, გეიმერულ და True Wireless ყურსასმენებს. პირველ რიგში განსაზღვრეთ, თუ რისთვის გჭირდებათ ყურსასმენები. თუ სიმშვიდისთვის სამყაროდან მოწყვეტა და გარე ხმაურის მაქსიმალური დახშობა გჭირდებათ, დახურული ტიპის ყურსასმენებს გირჩევთ. ველიზე დახურული ტიპის ყურსასმენების საკმაოდ დიდი არჩევანია. მაგალითად, შეგიძლიათ ისეთი ბრენდების ყურსასმენები შეიძინოთ ონლაინ, როგორებიცაა Sony, Skullcandy Marshall, JBL და Audio Technica. თითოეული მათგანი ბუნებრივია განსხვავდება სპეციფიკაციებით, ფორმით ფერითა და ხმის ჟღერადობით. დახურული ტიპის ყურსასმენების ღირებულება ინტერნეტ მაღაზიაში 249 ლარიდან იწყება და 799 ლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად JBL-ის ყურსასმენების შეძენა ონლაინ 249 ლარად შეგიძლიათ. მას აქტიური ხმის ჩახშობის ფუნქცია, Pure Bass Sound ტექნოლოგიის წყალობით ძლიერი, წმინდა და მკვეთრი ბასები, შეხებით ხმოვანი ასისტენტის კონტროლის შესაძლებლობა გააჩნია. ერთი სრული დატენით, JBL T710 BT ყურსასმენები აქტიური ხმის ჩახშობის რეჟიმით 35 საათი მუშაობს, მის გარეშე კი 50 საათი. ყველაზე ძვირიანი მოდელი ველიზე, დახვეწილი დიზაინის მქონე Marshall Monitor II Noise-Cancelling Headphones Black-ია. ალბათ, ბრენდიც ხმის საოცრად კარგ ჟღერადობას გახსენებთ. ყურსასმენებს გააჩნია ღრმა და ძლიერი ბასები, რომელსაც დინამიკური დრაივერი უზრუნველყოფს. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი, რომელიც ANC ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ ჩართოთ, მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალებას მოგცემთ. ის როგორც სადენით, ისე უსადენოდ შეგიძლიათ ამუშაოთ. ერთი სრული დატენით ყურსასმენები უსადენოდ 45 საათზე მეტ ხანს, შეუჩერებლად მუშაობს, ხოლო ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმით - 30 საათი. მოკლედ, ინტერნეტ მაღაზიაში ხარისხიანი მუსიკის მოსმენის მოყვარულებისთვის ყველაფერია. შეიძინეთ ყურსასმენები ონლაინ, veli.store-ზე და თბილისსა და აგარაკებზე მას კურიერი 3 საათის განმავლობაში მოგიტანთ.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)