|
2022-08-24 14:25:12, 2972 ნახვა
პოლიტიკა
ერევანში გაკრულ საოკუპაციო პლაკატებს უკრაინული მედია მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და ყაზახეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციას უწოდებს
კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ - აღნიშნული პლაკატები ერევნის ცენტრში შენობებზე გააკრეს. პლაკატის ავტორები ოთხი სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებენ. სიაში უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გვერდით საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია 5.ua წერს და თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პლაკატების ავტორების მიერ ოკუპირებული ყირიმის გარდა, რუსეთის ტერიტორიადაა ასევე მოხსენიებული დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი). 5.ua-ს ინფორმაციით, პროპაგანდისტულმა „სპეცოპერაციამ“, რომელიც ერევანში კრემლის მიმდევრებმა ჩაატარეს, ნათლად აჩვენა, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით და აქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნებია: მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. სტატიაში ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში ქრონოლოგიურად არის განხილული ის განცხადებები, რაც რუსეთისა და თავად აღნიშნული ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. მოლდოვას შემთხვევაში არაერთ განცხადებასთან ერთად აღნიშნული იყო რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლაი ლიზუნოვას სიტყვები, რომ „ტირასპოლი არის რუსეთი“. რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაშიც არაერთი ოფიციალური პირის განცხადება არის განხილული ქრონოლოგიის მიხედვით, თუმცა ავტორი, უპირველეს ყოვლისა, „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის სიტყვებს იხსენებს: სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია, 4000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს. მარტში ამ ქვედანაყოფების ნაწილი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში. ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ.
აზერბაიჯანთან დაკავშირებით სტატიაში ვკითხულობთ: ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, იმყოფებიან სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“, რომლის ლიდერები თავს წარმოადგენენ არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა: „საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში {მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნე მეორე ათწლეულის ბოლომდე} ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს იყო ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი...“. ბოლოს კი ავტორი ყაზახეთზე წერს და „ედინაია როსიას“ ფრაქციის ხელმძღვანელის და ხაკასიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ შტიგაშევის ციტატას იხსენებს, რომელიც ამბობდა: „აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი ან რუდნი ალტაი, ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა... ჯამში ჩვენ ყაზახეთს ხუთი რეგიონი გადავეცით“. მან დაამატა: „მოულოდნელად ხალხს უჩნდება ქვეყნის გაერთიანების სურვილი... ხალხის ლტოლვა რაღაც გამაერთიანებელი მოძრაობისკენ რჩება. და ეს ფაქტია. ახლა ყაზახეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა: 80% არის გაერთიანების მომხრე“.
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)