|
2022-08-11 11:51:16, 939 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ორი სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის N26 (ყოფილი ხიზაბავრის) საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის შედეგად ორივე სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. „ორივე სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)