|
2022-08-10 16:30:41, 1080 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ,,მინისოს“ მაღაზია გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, ახალი სავაჭრო ობიექტებიც ემატება. აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, საერთო სივრცეში მგზავრებს დღეიდან, საერთაშორისო ბრენდის - ,,მინისოს" პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. მსოფლიოში "მინისოს" ბრენდის ქვეშ არსებული 5000 ზე მეტი მაღაზიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ობიექტი ერთადერთია, რომელიც აეროპორტის ფორმატში გაიხსნა. ,, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შევთავაზოთ ქუთაისის აეროპორტის მგზავრს. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. ,,მინისო"-ს მაღაზია ქუთაისის აეროპორტში განსხვავებული ფორმატით გაიხსნა, რადგან ამ ობიექტში ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქციის სწორედ ის ასორტიმენტია შერჩეული, რომელიც აეროპორტის მგზავრებისთვის არის საინტერესო. პროდუქციის განსხვავებული ასორტიმენტით და ხელმისაწვდომი ფასებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით გაახარებს. ჩვენთვის კი სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან პირველია, სადაც ,,მინისოს" ბრენდი შემოვიყვანეთ,-''განაცხადა გახსნისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ,,მინისოსთვის" არის საქართველოში რიგით მე-20 და მესამე ფილიალი იმერეთის რეგიონში. ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით, ,,მინისოს" ყველა ფილიალში სრულ კოლექციაზე 40 %-იანი კოკეშბექის აქცია ელოდება.
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)