16:02 - 31 Oct, 2026
|
2022-08-04 11:11:17, 2245 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე ინწკირვეთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ომარ ტაკიძე ინწკირვეთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილესთან გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ინწკირვეთში გაეცნო. პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის კონსტრუქციით. მიმდინარეობს ადმინისტრაციული სახლის რეაბილიტაცია, დასასვენებელი სივრცის მოწყობა, ფანჩატურის, წისქვილის მშენებლობა. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა ბეტონის საფარი, სველი წერტილები, წყლის კუთხე და მემორიალი. პროექტი ორ წლიანია და მისი საერთო ღირებულება 125 669 ლარს შეადგენს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)