|
2022-08-02 15:12:51, 626 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდება
თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი. მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. „მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხნიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)