|
2022-07-29 15:55:08, 1063 ნახვა
საზოგადოება
ავლაბრის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ნახეთ ალტერნატიული მარშრუტი
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით, ხოლო წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337 და N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასალის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N393 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ, ხოლო ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას უკვე არსებული სქემით შეძლებს. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534 და N540 ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან, საიდანაც მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)