|
2022-07-29 12:55:20, 922 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე პროექტებში ინვესტირებას განაგრძობს
„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე ობლიგაციების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მწვანე პროექტებზე გადანაწილებული თანხებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გამოაქვეყნა. „დოკუმენტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მწვანე პროექტებზე დახარჯულმა თანხამ 337.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მწვანე ობლიგაციის ჯამური მოცულობის 68%-ს შეადგენს. გარემოზე ზემოქმედების კუთხით კი კომპანიამ, როგორც ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალების ოპერატორმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში 500,000 ტონა ნახშირორჟანგი (CO2) დაზოგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში დაამოწმა Sustainalytics-მა, რომელიც წარმოადგენს, გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.railway.ge/evroobligaciebi/
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)