|
2022-07-29 11:11:17, 1086 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომისია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატურ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. კომისიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და მასში ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია ჩართული. კომისიის სხდომაზე, სამიზნე ქალაქებში (თბილის, ბათუმი და რუსთავი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული ვითარება, ჰაერის ხარისხის მართვის ეროვნული სისტემა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მომავალი გეგმები განიხილეს. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყარო მრავალმხრივია. საკითხის გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომასა და აქტიურ თანამშრომლობას საჭიროებს სახელმწიფო უწყებებს შორის. ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა სწორედ სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამ ღონისძიებებს შორისაა საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება, ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური გაუმჯობესება, სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების რეგულირების კონტროლი და გარემოს დაბინძურების შემთხვევებზე სანქციების გაზრდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმდინარე რეფორმა სრულად ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებს. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში. „ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, მსხვილ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ დაიწყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სამი გეგმის შემუშავება. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდება ორი გეგმა - ქალაქ თბილისის აგლომერაციისთვის და შავი ზღვის ზონებისთვის, სადაც შედის ქალაქი ბათუმი. მესამე გეგმა ცენტრალური ზონისთვის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდება, სადაც ქალაქი რუსთავი შედის. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას გაწეული მხარდაჭერისთვის; სწორედ ევროკავშირის გამოცდილი ექსპერტები დაგვეხმარებიან ისეთი ღონისძიებების დასახვაში, რომელთა განხორციელებაც მსხვილ ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მინისტრმა.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)