|
2022-07-27 10:43:06, 1167 ნახვა
საზოგადოება
კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, კოლხეთის ეროვნული პარკის მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს ზიპ-ლაინი და კლდეზე საცოცი კედლის ატრაქციები შეემატა. დღეიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება საწყალოსნო სერვისების გარდა თავი გამოსცადოს დამატებით გასართობ აქტივობებში. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკოტურიზმის განვითარება, რომლის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მიმდინარეობს არსებულის რეაბილიტაცია და ემატება ახალი ატრაქციები, რათა აქ მოსულ ვიზიტორებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ უკეთ დაისვენონ და გაეცნონ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. მისივე ცნობით, კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება უწყვეტად მიმდინარებს. გასულ წელს, ვიზიტორთა ცენტრის ეზოში 4 ეკოტურისტული კოტეჯი მოეწყო, აშენდა ახალი ნავმისადგომი, განახლდა მდინარე ფიჩორის საპიკნიკე, უახლოეს პერიოდში კი დასრულდება კაფეტერიის მოწყობის სამუშაოები. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული ობიექტი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, მარტვილის კანიონზე მოეწყო ზიპ-ლაინი, პრომეთეს მღვიმეს მიმდებარედ მოეწყო კაფეტერია, არწივის კანიონის ბუნების ძეგლზე მოეწყო ბილიკი თანმდევი ინფრასტრუქტურით, მაჭახელას ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)