21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 17:01:56, 928 ნახვა

ეკონომიკა
Bogpay.ge - გადახდების ციფრული პლატფორმა „საქართველოს ბანკისგან“

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს.ამ მიზნით ბანკმა მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა.

bogpay.ge- ეს არის „საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ შეძლებს ისეთი ტრანზაქციების განხორციელებას, როგორიცაა: მობილურის ბალანსის შევსება; დაზღვევის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ამანათებისა და კომუნალურების გადახდა და სხვა.

ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ერთი თითის დაჭერა და გადახდა შესრულებულია. ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. პირველად, ონლაინ, თანხის შეტანა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. თანხა კი მომენტალურად აისახება 24/7-ზე.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გადახდების ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Bogpay.ge-ზე გადახდები ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის 24/7-ზე და გადახდა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. სხვა გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, bogpay.ge-ზე საკმარისია მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ტრანზაქცია და ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად განახორციელებს გადახდას. სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმას ისეთი სერვისებიც დავამატოთ, როგორიცაა სესხის დაფარვა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე  სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics