|
2022-07-22 16:44:25, 1415 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას
2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონალურ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. „ჩვენი ქვეყნის რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, თუმცა 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს SpaceX-ის პროექტი Starlink-ი, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტი ყველა მხარეში იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის წასახალისებლად. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კითხით ახალი პროდუქტები. „ფაქტობრივად, საქართველოში გათანაბრდება შესაძლებლობები ქალაქსა და რთულად მიღწევად ადგილებს შორის. ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კომპანია SpaceX-თან იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო დადებითად და საქართველო რეგიონში ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელშიც Starlink-ის მაღალი ხარისხის ინტერნეტი ჩაირთვება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)