|
2022-07-21 14:27:10, 2781 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ კურსი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. „ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში” სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები, რომელთა შორის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები არიან, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესზე და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე ისაუბრებენ. ხუთი დღის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან. კურსის მონაწილეები გასვლით ღონისძიებებსა და კრიზისული მდგომარეობის ამსახველ სიმულაციურ თამაშშიც მიიღებენ მონაწილეობას. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)