|
2022-07-20 13:23:56, 1237 ნახვა
რეგიონი
შუახევის ბიუჯეტი გაიზარდა და 17 724 000 ლარს შეადგენს
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრებმა, განიხილეს და მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც შუახევის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა და 17 724 000ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია აჭარის კაპიტალური ტრანსფერის ზრდით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სამთო იალაღებზე შიდა და გარე ელექტროსისტემების მოწყობა, სარწყავი არხების, არსებული მოსაცდელების, ფანჩატურებისა და მემორიალების რეაბილიტაცია, ხაბელაშვილები-ხიჭაურის წყალსადენის მშენებლობა, ტურისტული საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაბაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა. შიდა ცვლილებები განხორციელდა მუნიციპალიტეტში მოქმედ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, რომლის თანახმადაც გაიზარდა დაფინანსება დიალეზის პროგრამისა და სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენის ფინანსური დახმარების მიზნობრივ პროგრამებზე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)