|
2022-07-20 10:24:45, 761 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს საფეხურზეა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრონ ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ისევ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში. შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ამ მონაცემით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს (ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი) და წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს და, „კოვიდ-19"-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული:
ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის თანახმადაც ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლს უფლება აქვს, მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია მიუხედავად მისი დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის არსებობა-არარსებობისა. დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის, იძულებითი შრომისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს მოწინავე პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)