01:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 21:01:04, 1187 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა დაიწყოს

ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა დაიწყოს. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ასევე სავსებით უტაქტოა, ყოველგვარ ზღვარს გადასულია ევროპარლამენტარების განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. 

"ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მითუმეტეს არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს". - განაცხადა გია ვოლკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ აორია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics