01:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 20:21:50, 1116 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანეი ოხანაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ისინი მუშაობენ 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ელოდებიან ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში.

"პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ აორია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics