02:13 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 18:30:23, 1184 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი დეგნანზე - ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ელჩის მიმართ კეთდება

 ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები. ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, დიპლომატიური წესი მოითხოვს ინდივიდუალურ საუბრებს ელჩთან და არა ტელევიზიებით და მედიით განცხადებების კეთებას.

"ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმაა თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს ინდივიდუალურ საუბრებს ელჩთან და არა ტელევიზიებით და მედიით განცხადებების კეთება. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩხიკვაძე წერს, რომ მისი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა. 

 

პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics