02:13 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 10:16:03, 1027 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ ჩავერთვებოდით ომში, მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, აქ კითხვა უნდა დაისვას - გვიღირდა თუ არა

,,როდესაც შესთავაზეს უკრაინას განაცხადის შეტანა, პირდაპირ ითქვა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ომის მდგომარეობის გამო გააკეთეს ეს. ეს ერთი. და მეორე, როდესაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იქაც ითქვა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას აუცილებლად უნდა მინიჭებოდა ეს სტატუსი,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ - ის ეთერში.

 მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

,,აქედან, შეგვიძლია, მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, რომ რადგან უკრაინა ომში იყო და ამის გამო აპრიორი მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენც რომ ვყოფილიყავით იგივე მდგომარეობაში, ჩვენც მოგვენიჭებოდა. საინტერესოა შემდეგ, როგორ შემოატრიალეს ეს ლოგიკა. ანუ, საუბარი იყო იმაზე , რომ თუ ომში ჩავერთვებოდით,  ჩვენ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ , შეაბრუნეს ეს განცხადება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვენიჭება ჩვენ კანდიდატის სტატუსი, თუ ომში ჩავერთვებოდით. ეს არის, უნარ-ჩვევების ენაზე რომ ვისაუბროთ, მარტივი მანიპულაცია, რომელიც  სინამდვილეს თავდაყირა ატრიალებს,  რასაც ჩვენ ნაცმოძრაობის ლიდერებისგან და  მათი მედია საშუალებებისგან მიჩვეულები ვართ. მაგრამ საქმე არის ერთ რამეში, ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ამ ომში , რა თქმა უნდა, აპრიორი  მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და აქ კითხვა უნდა დაისვას, გვიღირდა თუ არა, ეს ყველაფერი ამად. ეს ერთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ომში ჩართვის პირობებში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივად მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics