|
2022-07-13 17:57:21, 921 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს
არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან. მისივე თქმით,ის დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ეუბნებოდა, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. "დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე ორი წელია პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მთავრობის რიტორიკა, რბილად რომ ვთქვათ, არ დაეხმარა კანდიდატის სტატუსის მიღებას.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)