|
2022-07-13 16:54:33, 1387 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ 3 ქართველი სტუდენტი გააგრძელებს
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე 9 წელია, ბანკი „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ. 2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიანტები უკვე ცნობილია, ესენია: ფიქრია ელიზარაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ირმა მათოშვილი. ფიქრია სამაგისტრო პროგრამას ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით Strathclyde-ის უნივერსიტეტში დაეუფლება; თამარი King's College London-ში, ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას, ხოლო ირმა სწავლას Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით. „“Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20 ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლებში. სულ მალე კი, ამ რიცხვს კიდევ 3 სტუდენტი შეუერთდება. “Chevening”-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, პროგრამის დასრულების შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ისევ საკუთარ ქვეყანას და მათი პროფესიული სფეროს განვითარებას მოახმარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/ ინფორმაციისთვის, „Chevening“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. „Chevening“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
პუტინი სამიტზე ტრამპთან და სი ძინპინთან ბირთვული ბომბდამშენების თანხლებით ჩაფრინდა
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



