04:05 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 15:39:14, 1276 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი - ეკლესიის გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან „სირცხვილიასავით“

ვინც ეკლესიას ენდობა ის სამოქალაქო საზოგადოებას არა, ამიტომ ეკლესიის გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან სირცხვილიასავით. - განაცხადა ბოდბელი  ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას ჭკუა არ აქვს და ამხელა ძალის ინსტიტუციასთან არ ურთიერთობენ.

"ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, მითხრა, არასამთავრობოებში თქვენთან თუ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობაო, მერე ვუთხარი ძირითადად არა და ჭკუა სად აქვთ, ამხელა ძალის ინსტიტუციაა, მანდ რომ არ მოდიანო. ეკლესიას თუ თავისი ნდობა აქვს დიდი, ვინც ეკლესიას ენდობა იმათ ხო არ ენდობა, წარმოიდგინეთ, რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, როცა ეკლესიის მოსმენა არ უნდათ. ჩვენთან საქართველოში ეკლესიის გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან სირცხვილიასავით​". - განაცხადა იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე იაკობის ანტიებროპული ქადაგების დროს ასევე თქვა, რომ ევროპის შესახვეწი არაფერი არ გვჭირს და ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics