04:55 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 22:19:26, 1515 ნახვა

პოლიტიკა
Foreignpolicy - ივანიშვილი ჩაკეტილი ფიგურაა, არსებობს ეჭვი, რომ პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობს

ივანიშვილი ჩაკეტილი ფიგურაა, რომელიც თითქმის არ არის ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. - განაცხადა Foreignpolicy-ის ჟურნალისტმა Thomas de Waal საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე და ევროინტეგრაციაზე სტატიაში.

მისივე თქმით, ასევე არსებობს იმის ეჭვი, რომ ის თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან .

"საქართველოში საქმე ეხება ერთ ადამიანს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და პარტიის პირველ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ქონება 5,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედი და რომელსაც რეგულარულად ადანაშაულებენ ქვეყნის კულისებიდან მართვაში.
ივანიშვილი ჩაკეტილი ფიგურაა, რომელიც თითქმის არ არის ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მან ფული გამოიმუშავა რუსეთში 1990-იან წლებში, ასევე არსებობს იმის ეჭვი, რომ ის თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან - მისმა პარტიამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი 2014 წელს და ინარჩუნებს პოლიტიკას, რომ არ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ.
მისი ბიზნეს ინტერესებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს შორის გადაფარვა სულ უფრო ბუნდოვანია. საქართველოში ბევრი წუხს, რომ მათი ქვეყანა ექვემდებარება „სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას“, პროცესი, რომლის დროსაც მცირე ჯგუფი სახელმწიფოს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს ემორჩილება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი მთავარი პირობა დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics