|
2022-07-07 11:53:30, 1471 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში, 12 ოჯახი ჩაერთო
საცხოვრებელი ფართების თანადაფინანსებით შეიძენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი ჩაერთო. აღნიშნული საკითხი, შერეულ სამთავრობო კომიის სხდომაზე გადაწყდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა სულ განიხილეს 26 ეკომიგრანტი ოჯახის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, წარმოდგენილი დკუმენტაციის მიხედვით თანხმობა 12 ოჯახზე გაიცა, დანარჩენი ოჯახების მონაცემები დამატებითი შესწავლის მიზნით დაუბრუნდა მუნიციპალიტეტების მერიებს. „სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამას. წელს აჭარის მთავრობის მიერ თანადაფინასება 30 000 ლარამდე გაიზარდა. კომისიაზე მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ოჯახები, რომლეთა მიმართ დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საცხოვრებელს სწორედ გაზრდილი დაფინანსებით შეიძენენ“ - განაცხადა ედუარდ ნაკაშიძემ. მიმდინარე წელს პროგრამის ბიჯეტი 3 080 000 ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 30 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში სახოვრებელი ფართი უკვე შიძნა 38-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. დამატებით 12 ოჯახს უახლოეს პერიოდში დაურეგისტრირდებათ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელიდან მოქმედებს. ჯამში საცხოვრებელი შეიძინა 590-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)