|
2022-07-06 14:43:14, 1590 ნახვა
რეგიონი
კასპის ტექნოპარკში, წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევეების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
კასპის ტექნოპარკში კასპის წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევეების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსმა, ივანე ჯახუამ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის გამოვლენილია 3000-ზე მეტი საქმე, რომელთა 90 პროცენტიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია. კვლევის მიზანია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცულ საარქივო ფონდებში კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების გამოვლენა, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია, ანალიზი და სპეციალური გამოცემის მომზადება. (ქრონოლოგიური ჩარჩო XIII საუკუნე - 1921 წწ.) ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შეძენა, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა თემაზე გამოცემების, გამოფენების მომზადება. ქართული პრესის ფურცლებზე 1819-1921 წლებში კასპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიებისა და ინფორმაციების ქრონოლოგიურად დალაგება და წიგნად გამოცემა. შერჩეულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 200-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, საიდანაც ამოღებულია 350-ზე მეტი სტატია და ინფორმაცია. მნიშვნელოვანი და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთვის, კასპისთვის გაწეული უანგარო და დაუღალავი საქმისთვის ივანე ჯახუას მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, შსს არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა, ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჰარისონ კინგმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, მისმა პედაგოგებმა, თანკლასელებმა, თანაქალაქელებმა...
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)