|
2022-07-01 13:19:24, 1008 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს. ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. „ამჟამად ჩვენი მოსავლის მოცულობა 70 ტონა ატამს და 7 ტონა გარგარს აღწევს. ბანკთან პარტნიორობით გავმართეთ სამაცივრე მეურნეობა, რომლის მოცულობაც 105 ტონას უტოლდება. შესაბამისად, გავაფართოვეთ წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია. გარდა ამისა, აქტიურად ვიბარებთ მოსავალს ადგილობრივებისგან და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დავასაქმოთ გურჯაანის მაცხოვრებლები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, შალვა ქართლელიშვილი. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული ბიზნესი ვითარდება და იწყებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)