09:32 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 10:29:29, 933 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი ალიანსის მოკავშირეებთან შედეგიან დისკუსიებს

მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics