|
2022-06-28 12:33:01, 1564 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება. ,,შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87 %-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემებით, სრულად აღდგენილია ტურიზმი აჭარაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად იზრდება როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ყოველთვიურად 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება ბათუმის აეროპორტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)