|
2022-06-27 15:59:22, 10083 ნახვა
ევროპის ამბები
ირაკლი ბერაია „მთავარ არხს“ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „მთავარ არხს“ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში, 25 ივნისს „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომლის თანახმად, თურმე მიმდინარე წლის 30 მაისს იმყოფებოდა იტალიაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე. ირაკლი ბერაიას თქმით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვილნიუსში, სადაც 28-30 მაისს მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს ორმხრივ შეხვედრებს მართავდა ლიეტუვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვერაინაირად ვერ იქნებოდა იტალიაში, სადაც ბოლოს 2017 წელს იყო. „მიმდინარე წლის 25 ივნისს, შაბათს, მთავარი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, თურმე, მიმდინარე წლის 30 მაისს ვიმყოფებოდი იტალიაში, ლაგო მაჯორეს სანაპიროზე, ქალაქ სტრესაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე. აღნიშნული არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილეში, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი ვილნიუსში, სადაც 28-30 მაისს ვმონაწილეობდი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს ორმხრივ შეხვედრებს ვმართავდი ლიეტუვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან… და ვერაინაირად ვერ ვიქნებოდი იტალიაში (სადაც ბოლოს 2017 წელს ვიყავი), როგორც ამას მთავარი არხი იუწყება. ამ ე.წ. მედია ორგანიზაციის სიბინძურე და სიცრუე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იმდენად დეგრადირდნენ, რომ ხარისხიანადაც ვერ იტყუებიან. სხვა არხებზე მაინც გადაერთოთ ან ნიუსები წაეკითხათ იმის გასაგებად, რა დროს სად ვიყავი.. მაგრამ საკუთარ სიბინძურეში და სიცრუეში იხარშებიან და იწამლებიან ეს “მაღალყოვლად ობიექტურები, დამოუკიდებლები და კომპეტენტურები”. საზოგადოებაც უგუნური და მარტივად მოტყუებადი ჰგონიათ. ასეთია ამათი ნამდვილი სახე. ასე იტყუებიან ყოველთვის და ყველაფერში. მერე უკვირთ, რატომ არ ვაკეთებ მათთვის კომენტარს და რატომ არ ვეწერები. არც არასდროს ჩავეწერები ამ ავანტიურესტების ბრიგადას და ახალი თაობის მავნებლებს, ამ ბინძურ და სამარცხვინო პროპაგანდისტებს“ - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)