|
2022-06-25 15:43:27, 1106 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში აქ ვერ გაგრძელდება
ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში აქ ვერ გაგრძელდება. - განაცხადა პარტია "ლელოს" წევა სალომე სამადაშვილმა. მისივე თქმით, გვაქვს კონსულტაციები, რომ პარლამენტისთვის საგანგებო დღის წესრიგი შეიქმნას. "ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში აქ ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ასევე ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის საქმიანობას დრეს ამ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი აზრიც კი არ ექნება. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ იმ ინიციატივების გატარება პარლამენტში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს, ასევე ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)