|
2022-06-25 14:05:07, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - სამწუხარო იყო განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა
სამწუხარო იყო განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვნამა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მისივე თქმით,საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით. "უნდა ითქვას, ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, მაშინ, როცა ვიცით, ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ძალიან სამწუხარო იყო ის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში გაჟღერდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპისთვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მან საკუთარ თავზე აიღო ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისთვის. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნათლად განაცხადა, რა არის ჩვენი გეგმა: ჩვენი გეგმაა, რომ ვიმუშაოთ ბევრი და დავრწმუნდეთ, რომ ევროსაბჭოს ყველა პირობა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)