|
2022-06-25 13:51:42, 1036 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ
დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. - განაცხადა პარტია "დროა"-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ. "დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. ეს არის მკაფიო გეგმა. ეს ორი პროცესი - გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)