|
2022-06-24 22:12:11, 1248 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტთა დელეგაცია პოლონეთის რკინიგზის სისტემის საქმიანობას გაეცნო
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (Twinning project) „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" ფარგლებში შეხვედრები გამართა პოლონეთის ინფრასტრუქტურისა და ფონდების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროებსა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებების (პოლონეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი (PKP PLK S.A.), სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის სახელმწიფო კომისია, ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტების ცენტრი (CEUTP) და სხვ) წარმომადგებლებთან. ექსპერტთა ჯგუფი გაეცნო პოლონეთის სარკინიგზო სისტემის საქმიანობას, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით. პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ანდრჟეი ბიტელთან შეხვედრისას, საუბარი წარიმართა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, რომელმაც შედარებით მცირე ხნის წინ განახორციელა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა, რაც საქართველოში იგეგმება. ითქვა, რომ დღეს პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სარკინიგზო სისტემა აქვს და ლიდერთა შორისაა ტრანსპორტის ამ სახეობით ტვირთების გადაზიდვის მიხედვით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს რკინიგზის რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიმართულებით. დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი ითვალისწინებს გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)