|
2022-06-24 16:57:38, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხოშტარიაზე - სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს
ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, რომ მან სხვა რუსულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და თუ შეიძლება, რომ სამართლებრივად გაგრძელდეს ეს ყველაფერი. მისი თქმით, თუკი ელენე ხოშტარია ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია. “ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს. სამწუხაროა ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც სწორედ ამ სიყალბით, მორალური თამასის დადგენით, თავადაც ამ მორალურ თამასას ვერ წევენ და ვერ ძლევენ. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს ამ შემთხვევაში. თუკი ის ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს არის მხოლოდ მისი ბრალი, ვინაიდან მან ასეთი ყალბი თამასების და სტანდარტების დადგენით თავადვე ვერ დააკმაყოფილა ეს სტანდარტები. ასე რომ მას თუ უპირველეს ყოვლისა გარდა იმისა, ახლა რაც შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგას, მაგრამ ზედაპირზე და პასუხებიდან გამომდინარე რაც არის, უპირველეს ყოვლისა მან საკუთარივე სტანდარტი ვერ დაძლია“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)