|
2022-06-24 15:57:40, 717 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს დაუკანონდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 27 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, ამჯერად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, ჩემი დაპირება იყო, რომ ყველა ასეთ ოჯახს გვერდში დავუდგებოდით და დავეხმარებოდით. ძალიან მიხარია, რომ წარმატებული პროგრამაა, რომელიც გრძელდება და ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ფართებით დავაკმაყოფილებთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც გეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი. ასევე, დაგეხმარებიან, რომ შემდეგ ფართების დაკანონება მოხდეს და საკუთრების მოწმობები გადმოგეცეთ. ვულოცავ ამ ოჯახებს და მიხარია, რომ დღეს ამდენი ბედნიერი ადამიანი ვნახე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ეს პროგრამა კიდევ უფრო წარმატებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)