|
2022-06-24 15:04:16, 1112 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ სტატუსი და შემდეგ არ მოგვთხოვეს პირობების შესრულება
შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ „საჩუქარი“ ( სტატუსი) ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთო, რაც შეიძლება უკეთესიც კი იყოს. „ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთ, მე თუ მკითხავთ, ვითვალისიწნებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს გამანადგურებელს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებითა და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს. ამასთან, გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)